საფრანგეთი მასობრივი სატრანსპორტო გაფიცვისთვის ემზადება

საფრანგეთში საპენსიო სისტემის მოსალოდნელ რეფორმას აპროტესტებენ და მასობრივი გაფიცვისთვის ემზადებიან. აქციის მონაწილეები შეეცდებიან, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეაფერხონ ავტობუსების, მატარებლებისა და ავიამიმოსვლა. პარიზში, პროფკავშირების მასშტაბურ საპროტესტო მსვლელობასთან დაკავშირებით, პოლიციამ კაფეებისა და რესტორნების მეპატრონეები მოსალოდნელი ძალადობის შესახებ გააფრთხილა.

პოლიციამ უკვე აკრძალა აქციები ელისეს მინდვრებზე, პრეზიდენტის სასახლის, პარლამენტისა და ნოტრ-დამის მიდამოებში.

სარკინიგზო კომპანია SNCF-მა 10 რეისიდან 9-ის სავარაუდო გადადებაზე გააკეთა განცხადება.

ავიაკომპანია Air Franc-ის ინფორმაციით, გაფიცვის დროს, ავიარეისების 30% გადაიდება.