საფრანგეთი მიგრანტებისთვის საიმიგრაციო კვოტებს დააწესებს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა განაცხადა, საფრანგეთი პროფესიონალებისთვის საიმიგრაციო კვოტებს დააწესებს. მემარჯვენე პარტიები ამას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვენ. 

„ჩვენი ნებაა, რომ გავაკეთოთ არჩევანი იმაში, თუ როგორ მივესალმოთ მიგრანტებს: დავაწესოთ რაოდენობრივი მიზნები ან კვოტები, ორივე გამოთქმა ჩემთვის მისაღებია, როდესაც საუბარი პროფეციონალურ მიგრაციას ეხება“,- განაცხადა ფილიპმა პრესკონფერენციაზე. 

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადამ რომ გაუმჯობესებული რეგულაციები და მიგრაციის შეჩერება 2022 წლის არჩევნებისთვის ყველაზე მთავარი განსახილველი საკითხი იქნება.