საფრანგეთში შტორმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ათობით ევაკუირებულია

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში შტორმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ათობით ევაკუირებულია. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

სტიქიისგან ყველაზე მეტად ქალაქი ბეზიე დაზარალდა. უხვი ნალექი 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

სტიქია საფრანგეთის 8 დეპარტამენტში მძვინვარებს. სამაშველო და სამედიცინო სამსახურები საგანგებო რეჟიმზეა გადასული.