საფრანგეთის ახალი პრემიერის ვინაობა ცნობილია - განახლებულია

საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი იქნება. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro წერს.

თანამდებობაზე ის ქვეყნის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს, ედუარ ფილიპს შეცვლის, რომელიც ცოტა ხნის წინ გადადგა.

 -12:03- 

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარ ფილიპი გადადგა. ახალი მთავრობის ფორმირებამდე ის მოვალეობების შესრულებას გააგრძელებს.

მისი გადადგომის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკვე დააკმაყოფილა.

ედუარ ფილიპი საფრანგეთის პრემიერის პოსტს 2017 წლის 15 მაისიდან იკავებდა. მანამდე, 7 წლის განმავლობაში ის ქალაქ ჰავრის მერი იყო.