საფრანგეთის ისტორიაში პირველად კომუნის მერად ტრანსგენდერი აირჩიეს

საფრანგეთის ისტორიაში პირველად აირჩიეს კომუნის მერად 55 წლის ტრანსგენდერი ქალი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტილუა-ლე-მარშენის მერი პოლიტიკოსი მარი კო გახდა.

”ძალიან მიხარია, რომ თქვენ მე ამირჩიეთ ... უნდა ვაღიარო, რომ ეს თავიდანვე აშკარა არ იყო”, - განაცხადა მარი კომ.

France-Presse სააგენტო იტყობინება, რომ მერი კო პროფესიით ინჟინერია, აქვს დიპლომი სოფლის მეურნეობის ინჟინერიაში და მსახურობდა ჯარში. იგი სამ შვილს ზრდის.