საფრანგეთის მთავრობა უსახლკაროებს დაეხმარება

საფრანგეთის მთავრობა უსახლკაროებისთვის 15 მილიონ ევროს (16.5 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს. 

ახალი პროგრამა მიზნად ისახავს 60,000 უსახლკარო ადამიანის დახმარებას, რომლებიც რესურსის გარეშე დარჩნენ. საფრანგეთის მთავრობა ყოველდღიურად 7,68 აშშ დოლარს გამოყოფს, რათა ასეთი მოწყვლადი პირები საკვები და ჰიგიენის საშუალებებით უზრუნელყონ. 

საზღვრების ჩაკეტვის გამოცხადების დღიდან, საფრანგეთმა ასევე შექმნა 4500 სასტუმრო ოთახი, რომლებიც  დროებით უსახლკაროდ დარჩენილებისთვის ხელმისაწვდომია.