საფრანგეთის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელმაც ვერსალის სასახლეში შეჭრა სცადა

საფრანგეთის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც 18 ოქტომბერს ვერსალის სასახლის ტერიტორიაზე უკანონოდ შეიჭრა. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro იუწყება.

გამოცემის ცნობით, სასახლის კუთვნილი ქონება არ დაზიანებულა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ვერსალის სასახლეში ტაქსით მივიდა. დამნაშავემ ტაქსის მძღოლს გაუმხილა, რომ სასახლეში შეჭრას აპირებდა. მძღოლმა ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა და აღნიშნა, რომ მამაკაცმა "თავი მეფედ წარადგინა".

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების განცხადებით, პოლიციამ 31 წლის მამაკაცი დააკავა.