საფრანგეთის სამხრეთით არხში ნახშირწყალბადების გაჟონვა მოხდა

სამხრეთ საფრანგეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან Total მარსელ-რონის არხში ნახშირწყალბადების დაღვრა მოხდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას BFMTV ავრცელებს.

"როგორც BFM Marseille-მა გაარკვია, ნახშირწყალბადები მარსელ-რონის არხში ორშაბათს ნაშუადღევს აღმოაჩინეს... ეს დაბინძურება ნავთობგადამამუშავებელი ქარხანას Total La Mede უკავშირდება, რომელიც Chateauneuf-le-Martigues-ის კომუნაში მდებარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ქარხნის ხელმძღვანელობამ გაჟონვის აღმოსაფხვრელად ზომების გატარების ბრძანება გასცა. მენეჯმენტისა და პროფკავშირის განცხადებით, ეს "შედარებით ზომიერი გაჟონვაა". გარდა ამისა, სიტუაციის გასაკონტროლებლად, კრიზისული შტაბი შეიქმნა.