საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა ალ-ქაედას ლიდერი მოკლეს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ფლორენს პარლის თქმით, საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ჩრდილოეთ აფრიკაში, მალიში ჩატარებული ოპერაციის დროს, ალ-ქაედას ერთ-ერთი ლიდერის, აბდელმალეკ დრაკდელის და მისი ჯგუფის წევრების ლიკვიდირება მოახდინა და ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მეთაურიც დააკავა. 

”ჩვენი ძალები, საჰელში, პარტნიორებთან თანამშრომლობით, გააგრძელებენ ტერორისტებზე ნადირობას,” - განაცხადა ფლორენსმა.

აბდელმალეკ დაკდელი  ჩრდილოეთ აფრიკაში არსებულ ტერორისტულ დანაყოფებს (AQIM) ხელმძღვანელობდა და ასევე საჰელის რეგიონის ალ-ქაედასთან დაკავშირებული ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერიც იყო (JNIM).

ისლამური სახელმწიფოს დატყვევებული მეთაური მოჰამედ მრაბატი კი ვეტერანი ჯიჰადისტი იყო და მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა ისლამური სახელმწიფოს, საჰარას ჯგუფში.