საფრანგეთმა 16-17 წლის ასაკში ვაქცინაციის ნებართვა გასცა

საფრანგეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ნებადართულ ასაკს აფართოებს.  ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა 16-17 წლის მოზარდებსაც შეეძლებათ. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს.

ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, 16-17 წლის თინეიჯერებისთვის Pfizer / BioNTech-ის ვაქცინა იქნება ნებადართული.