საფრანგეთმა, ერდოღანის განცხადების შემდეგ, თურქეთიდან ელჩი გაიწვია

საფრანგეთმა ერდოღანის განცხადებებთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის ანკარიდან ელჩი გაიწვია. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა France Presse წერს. 

”პრეზიდენტ ერდოღანის სიტყვები მიუღებელია. აღშფოთება და გადამეტებული უხეშობა მეთოდი არ არის. ერდოღანს მოვუწოდებთ შეცვალოს პოლიტიკური კურსი, რადგან ის ყველა თვალსაზრისით სახიფათოა”, - განაცხადეს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასევე აღნიშნეს, რომ პარიზის გარეუბანში მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ, მათ თურქეთიდან სამძიმარი არ მიუღიათ.

დღეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ისლამოფობია და მუსლიმებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამო, მკურნალობა სჭირდება.