საფრანგეთმა Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინების გამოყენების ნებართვა გასცა

საფრანგეთის სამედიცინო მარეგულირებელმა Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შემუშავებულ ვაქცინის ქვეყნის მასშტაბით გამოყენების უფლება გასცა.

ვაქცინაციის კამპანია კვირა დღიდან დაიწყება და თავდაპირველად მას მონაწილეობას ხანშიშესული მოსახლეობა მიიღებს. ვაქცინის გამოყენება 16 წლამდე არ შეიძლება.