საფრანგეთმა საუდის არაბეთს სამხედრო კატარღები გადასცა

საფრანგეთმა საუდის არაბეთის საზღვაო-სამხედრო ძალებს სწრაფმავალი ინტერპრეტორული კატარღები HS132 გადასცა.

სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელის, გენერალ-ლეიტენანტ ფაჰდ ბენ აბდალ ალ-გუფეილის განცხადებით, ახალი კატარღები აამაღლებენ საუდის არაბეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობენ რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებას.

კატარღები ფრანგული ქარხანა CMN-ის მიერაა წარმოებული, თუმცა დეტალების ნაწილი საუდის არაბეთში დამზადდა.

კატარღების მიწოდება საუდის არაბეთსა და საფრანგეთს შორის სამხედრო წარმოების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.