საფრანგეთს ქარიშხალი "ბელა" უტევს

საფრანგეთში ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ქარიშხალი "ბელა" მძვინვარებს. ადგილობრივი გამოცემა Enedis-ის ინფორმაციით, სტიქიის გამო, 12,5 ათასზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 

მეტეოროლოგიური სამსახური Meteo-France ცნობით, საფრანგეთის ხუთ დეპარტამენტში ქარიშხლის სიფრთხილის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა. 

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღის განმავლობაში ამ ადგილებში დიდთოვლობაა მოსალოდნელი. ზოგან თოვლის საფარის სიმაღლე 40 სმ-ს მიაღწევს. 

ამასთან საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში ქარის სიჩქარე 33,3 მ/წმ იქნება. ზოგიერთ დეპარტამენტში მოსალოდნელია ძლიერი წვიმაც.