საფრანგეთში 1 მაისის დემონსტრაციებზე 56 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთის პოლიციამ ქვეყნის უდიდეს ქალაქებში 1 მაისის დემონსტრაციებზე 56 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პარიზში დემონსტრაციების დროს 21 ადამიანი დაშავდა, მათგან 4 მძიმე მდგომარეობაშია. პოლიციის ინფორმაციით არეულობის დროს სულ 6 პოლიციელი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით აქციებში 106 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.