საფრანგეთში 6 ათასი ადამიანი კომენდატის საათის დარღვევისთვის დააჯარიმეს

საფრანგეთში, სულ მცირე, 6 ათასი ფრანგი კარანტინის დარღვევისთვის დააჯარიმეს. სანქციები გამოყენებული იქნა კომენდანტის საათის გაგრძელების პირველივე დღეს. სამართალდამცავებმა კანონის დამრღვევი პირები 135 ევროთი დააჯარიმეს.

ქვეყნის ხელისუფლებამ ქუჩაში ნებადართული ყოფნა კიდევ ოთხი საათით შეამცირა. გადაუდებელი მიზეზების გარეშე ფრანგებს სახლიდან გასვლა საღამოს 18:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ეკრძალებათ.

ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით 70 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2.8 მილიონს გადააჭარბა.