საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ჟერარ დარმანენის თქმით, ასობით მეხანძრე ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ვარის რაიონში გაჩენილ ხანძრებთან საბრძოლველად გაგზავნეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
მინისტრის თქმით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 650 მეხანძრე-მაშველია ჩართული.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ოპერაციაში რამდენიმე სპეციალიზებული თვითმფრინავიც მონაწილეობს.
”ამინდის პირობები უკიდურესად არახელსაყრელია”, - განაცხადა დარმანენმა.