საფრანგეთში აცხადებენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, ირანმა დაარღვია 2015 წლის შეთანხმება და ბირთვული იარაღი შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

ჟან-ივ ლე დრიანი აცხადებს, რომ აუცილებელია ვაშინგტონი და ირანი 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდნენ. 

გამოცემის ცნობით, ირანმა მიმდინარე თვის დასაწყისში ურანის მოპოვება გაზარდა. 

თეირანში ბირთვული პროგრამის განახლების შესახებ ცნობებს უარყოფენ.