საფრანგეთში ბირთვულ წყალქვეშა ნავზე ხანძარი გაჩნდა

საფრანგეთში, ქალაქ ტულონში სამხედრო ატომურ წყალქვეშა ნავზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.

ხანძარი ადგილობრივი დროით 10:35 საათზე გააჩნდა. შემთხვევის ადგილას ბორტზე 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა. 

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მომხდარის მიზეზად ტექნიკური გამუმართაობა სახელდება, ხანძრის შედეგად წარმოქმნილი კვამლი რადიოაქტიულ ნივთიერებებს არ შეიცავს.