საფრანგეთში COVID-19-ის 35 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 34 968 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 313 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის 5.37 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 101 881 ადამიანი გარდაიცვალა.