საფრანგეთში COVID-19-ით 24 საათში 218 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 218 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით გარდაცვლილთა რაოდენობა 24 594-ს აღწევს.

ინფიცირებულთა რაოდენობა 167,178-ს აღწევს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექციის ხელმძღვანელმა, ჟერომ სალომონმა განაცხადა.

საავადმყოფოში მკურნალობს 25,887 ადამიანი, მათ შორის 3,878 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. გამოჯანმრთელდა 52 ათასი ადამიანი.