საფრანგეთში COVID-19-ით 24 საათში 306 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 306 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით გარდაცვლილთა რაოდენობა 25 201-ს აღწევს.

ინფიცირებულთა რაოდენობა 168,693-ს აღწევს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექციის ხელმძღვანელმა, ჟერომ სალომონმა განაცხადა.

საავადმყოფოში მკურნალობს 25,5 ათასი ადამიანი, მათ შორის 3696 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. გამოჯანმრთელდა 51 ათასზე მეტი ადამიანი.