საფრანგეთში COVID-19-ით 24 საათში 395 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთში გასული დღე-ღამეში კორონავირუსს 395 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით გარდაცვლილთა რაოდენობა 19,718-ს აღწევს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექციის ხელმძღვანელმა, ჟერომ სალომონმა განაცხადა.

ბოლო 24 სათში 785 ადამიანი დაინფიცირდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 152,578-ს მიაღწია.

გამოჯანმრთელდა 35,983 პაციენტი, ხოლო 5,833 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს. 

საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მდგომარეობა "ნელა, მაგრამ ნამდვილად" გაუმჯობესდეა, მაგრამ კრიზისი ჯერ არ დასრულებულა.