საფრანგეთში COVID-19-ით 24 საათში 516 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობამ 21 856 მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 516 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექციის ხელმძღვანელი, ჟერომ სალომონი იუწყება.

13.547 ადამიანი გარდაიცვალა საავადმყოფოებში, ხოლო 8,309 ადამიანი სოციალურ და სამედიცინო-სოციალურ დაწესებულებებში.

COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 1,653-ით გაიზარდა და 120 804-ს მიაღწია.