საფრანგეთში COVID 19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 25,987-მდე გაიზარდა

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 178 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით გარდაცვლილთა რაოდენობა 25,987-ს აღწევს.

ინფიცირებულთა რაოდენობა 174,791-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექციის ხელმძღვანელმა, ჟერომ სალომონმა განაცხადა.

გამოჯანმრთელდა 55,027 ადამიანი. ხოლო 2,961 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.