საფრანგეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 29,398-მდე გაიზარდა

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტომ განაცხადა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 29,398-მდე გაიზარდა

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსი კიდევ 526 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 156,813-ს აღწევს.