საფრანგეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 29,6 ათასს აჭარბებს

საფრანგეთში ახალი კოროანვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 29,6 ათასს აჭარბებს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის გენერალური დირექცია იტყობინება.

"პანდემიის დღიდან ჰოსპიტალიზებული იყო 103 654 ადამიანი, აქედან 18260 - ინტენსიური რეანიმაციის განყოფილებაში. სახლში 73 887 ადამიანი გაწერეს. ეპიდემიის დაწყებიდან 29 603 გარდაიცვალა, აქედან 19 146 - სამედიცინო დაწესებულებებში", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამჟამად საავადმყოფოში 10 125 ადამიანი მკურნალობს. ბოლო დღე-ღამეში ჰოსპიტალიზებულია 136 ადამიანი. რეანიმაციაში 15 ადამიანი შეიყვანეს და ჯამში საფრანგეთში ასეთი 752 პაციენტია.