საფრანგეთში "COVID-19-ით" ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა 1 დღეში 387-ით შემცირდა

საფრანგეთში გასული 24 საათის განმავლობაში "COVID-19-ით" ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა 387-ით შემცირდა და ახლა საერთო რაოდენობა 16,798-ს შეადგენს. 

კვირას საავადმყოფოში მოხვედრილი პაციენტების საერთო რაოდენობა 17,185-ს შეადგენდა, ხოლო 1 კვირის წინ კი 19,015 იყო. ბოლო 24 საათის განმავლობაში, საავადმყოფოებში 342 ახალი პაციენტი შევიდა.

პანდემიის დაწყების შემდეგ საავადმყოფოში 100 600 ადამიანი გადაიყვანეს, რომელთაგან 17 700  ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა.