საფრანგეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 129 859-მდე გაიზარდა

საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 367 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა რაოდენობამ 23 660-ს მიაღწია. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექციის ხელმძღვანელი, ჟერომ სალომონი იუწყება.

მკურნალობას 28 ათასზე მეტი პაციენტი განაგრძობს, მათგან, 4387 რეანიმაციაში იმყოფება, ხოლო 153-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 129 859-მდე გაიზარდა, მათ შორის, 1 321 პირი დაინფიცირდა გასული 24 საათის განმავლობაში.

გამოჯანმრთელდა 46 886 პაციენტი.