საფრანგეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 42 032 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი ერთ მილიონს გადააჭარბა. 

აღნიშნულ მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო 24 საათში საფრანგეთში გარდაიცვალა 298 კოვიდინფიცირებული, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 34 508-ს შეადგენს.