საფრანგეთში ქალი ატრაქციონიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა

საფრანგეთში, უაზას დეპარტამენტში მდებარე სენ-პოლის გასართობ პარკში ქალი "ფორმულა 1"-ის ატრაქციონიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Courrier picard ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახური მივიდა, თუმცა, მათ ქალის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

გარდაცვლილი 40 წლის ქალბატონია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტერიტორია სადაც ინციდენტი მოხდა დაკეტილია, თუმცა პარკი ფუნქციონირებას განაგრძობს.