საფრანგეთში ხანძრის ჩასაქრობად მისულ მეხანძრეებს ფოიერვერკი ესროლეს

საფრანგეთში, ქალაქ ლილში მეხანძრეები, რომლებიც საბავშვო ბაღში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მივიდნენ, უცნობმა პირებმა მათი მიმართულებით ფოიერვერკი ისროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post ავრცელებს. 

საბავშვო ბაღში ხანძარი საღამოს საათებში გაჩნდა და ინციდენტის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.

როდესაც მეხანძრეები ადგილზე მივიდნენ, დაუდგენელმა პირებმა რამდენჯერმე გაისროლეს ფოიერვერკი მათი მიმართულებით და მუშაობის დაწყების საშუალება არ მისცეს. 

21 საათის შემდეგ ხანძარი ჩააქრეს, თუმცა იმ დროისთვის დაწესებულების მესამედი დაიწვა.

მოგვიანებით ქალაქის მერმა მარტინ ობრიმ განაცხადა, რომ ხანძარი განზრახ იყო გაჩენილი.