საფრანგეთში კორონავირუსის 1847 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საფრანგეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1847 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში ინფიცირებულია 14 459 ადამიანი.

გარდაიცვალა 562 ადამიანი.

ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობას 6172 პაციენტი აგრძელებს, აქედან 1525 რეანიმაციაშია.