საფრანგეთში კორონავირუსის 19 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 19 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 227 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის 5 747 214 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 106 130 ადამიანი გარდაიცვალა.