საფრანგეთში კორონავირუსის 60 500-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 60 486 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა 430 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 1.6 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 39 845 ადამიანი გარდაიცვალა.