საფრანგეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა - VIDEO

საფრანგეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ანეზ ბუზინი ავრცელებს.

მისი თქმით, შემთხვევა პარიზსა და ბორდოში დაფიქსირდა.

ცნობისთვის, ჩინეთში კორონავირუსით 26 ადამიანი გარდაიცვალა, 900-მდე კი დაინფიცირებულია.

ვირუსი უკვე გასცდა ჩინეთის საზღვრებს. შემთხვევები დაფიქსირებულია ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, ჰონგ-კონგში, ტაივანში, მაკაოში, საუდის არაბეთში, სინგაპურში.

ახალი ტიპის პნევმონია ჩინეთში გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გამოვლინდა. 7 იანვარს ჩინელმა სპეციალისტებმა დაადგინეს ვირუსის გამომწვევი მიზეზი - ეს კორონავირუსი 2019-nCoV-ია. ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, კორონავირუსმა შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და უფრო ფართოდ გავრცელდეს.