საფრანგეთში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვნებელი დაფიქსირდა. 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 20 330 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა109 ადამიანი .

საერთო ჯამში, საფრანგეთში ვირუსის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 691 977 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 32 630 ადამიანი.

ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის ფონზე, ქვეყანაში შეზღუდვები გამკაცრდა.