საფრანგეთში კორონავირუსით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა 89-ით გაიზარდა

საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში საავადმყოფოში 89 ადამიანი გადაიყვანეს.
ამ დროისათვის, საავადმყოფოში 14,288 პაციენტი მკურნალობს. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ პირდა რიცხვი 1302-მდე შემცირდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საფრანგეთის საავადმყოფოებში 101.700 პაციენტი მოათავსეს, 18.000 ინტენსიური თერაპიის კურსს გადიოდა 68.400 კი, განიკურნა და სახლში დაბრუნდა.