საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობამ 28,900-ს მიაღწია

საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობამ 28,900-ს მიაღწია.
ამ დროისათვის, საავადმყოფოში 14,028 პაციენტი მკურნალობს, მათგან 229 ბოლო 24 საათის განმავლობაში მოათავსეს. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ პირდა რიცხვი 1253-მდე შემცირდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საფრანგეთის საავადმყოფოებში 101,900 პაციენტი მოათავსეს, 18,000 ინტენსიური თერაპიის კურსს გადიოდა 68,800 კი, განიკურნა და სახლში დაბრუნდა.