საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობამ 29,065-ს მიაღწია

საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობამ 29,065-ს მიაღწია. გასული 24 საათის განმავლობაში 44 გარდაიცვალა. 

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საფრანგეთის საავადმყოფოებში 102.300 პაციენტი მოათავსეს, 18,000-ზე მეტი ინტენსიური თერაპიის კურსს გადიოდა 70.000 კი, განიკურნა.