საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 12 ათასს აჭარბებს

საფრანგეთში კორონავირუსით გასული 24 საათის განმავლობაში 1,341 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობამ 12,210-ს მიაღწია. 

გასული დღე-ღამეში დაინფიცირების 4,799 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 117,749-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექციის ხელმძღვანელმა, ჟერომ სალომონმა განაცხადა. 

23,206 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საავადმყოფოში 82,333 პაციენტი მკურნალობს. რეანიმაციაში მოთავსებული პირების 43% 60 წელზე ახალგაზრდაა, 61% 60-დან 80 წლამდე ასაკისაა, 108 ადამიანი კი 30 წელზე ახალგაზრდაა.