საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი მაქსიმუმი დაფიქსირდა

სამშაბათს საფრანგეთში კორონავირუსის 368,149 ახალი შემთხვევა დაადასტურა, რაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

წინა ანტირეკორდი ქვეყანაში 5 იანვარს დაფიქსირდა - 332 252 შემთხვევა. მას შემდეგ კიდევ ორი დღის განმავლობაში ინფიცირების 300 ათასზე მეტი შემთხვევა ვლინდებოდა.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ამჟამად 20%-ია.

"მე ვისაუბრე მოქცევის ტალღაზე, ტერმინი, ჩემი აზრით, ინფიცირების რაოდენობას კარგად ასახავს“, - განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა.

ასევე, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 270 ადამიანი გარდაიცვალა.

იანვრის შუა რიცხვებისთვის მთავრობა ვაქცინაციის საშვის შემოღებას გეგმავს. ამით საფრანგეთში ვაქცინაცია, ფაქტობრივად, სავალდებულო გახდება, ვისაც რესტორნებში წასვლა ან შენობებში გამართულ ღონისძიებებზე დასწრება სურს.