საფრანგეთში კორონავირუსს 28 714 ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 52 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 28 714-ს მიაღწია. აქედან 18387 ადამიანი საავადმყოფოში, ხოლო 10327 - სოციალურ სახლებში გარდაიცვალა.

საფრანგეთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით ჰოსპიტალში 255 ადამიანი გადაიყვანეს და ახლა, საერთო რაოდენობა 15,680-ს შეადგენს. ამჟამად ინტენსიური თერაპიის კურსს 1501 პაციენტი გადის.

პანდემიის დაწყების შემდეგ საავადმყოფოში, დაახლოებით 101390 ადამიანი გაიყვანეს, რომელთაგან 17904 რეანიმაციაში იმყოფებოდა, ხოლო გაწერილთა საერთო რაოდენობა 67,8 ათასს შეადგენს.