საფრანგეთში "ლოქდაუნი" მესამედ გამოცხადდება

საფრანგეთის ხელისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინს მესამედ გამოაცხადებს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Le Journal du Dimanche წერს. 

გამოცემის ცნობით, რეგულაციების განახლება კორონავირუსის "ბრიტანულ შტამთან" არის დაკავშირებული.

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აღნიშნულის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში მოაწერს ხელს. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ მესამე დაბლოკვა წინა ორ "ლოქდაუნთან" შედარებით უფრო მსუბუქი იქნება და სულ მცირე 3 კვირა გაგრძელდება.