საფრანგეთში მსუბუქი ტურისტული თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა

მსუბუქი ტურისტული თვითმფრინავი საფრანგეთის აღმოსავლეთ მხარეში, სავოის რეგიონში ჩამოვარდა და აფეთქდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, სავოიის პრეფექტურაში თვითმფრინავი მთიან ნაწილში, დაახლოებით 1100 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურს თვითმხილველმა აცნობა.

ინციდენტის გარემოებების დასადგენად შესაბამისმა სამსახურებმა საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაიწყეს.