საფრანგეთში ყოველი მესამე ადამიანი ვაქცინას უსაფრთხოდ არ მიიჩნევს

Wellcome Trust-ის მიერ მომზადებული საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, საფრანგეთში ყოველი მესამე ადამიანი თვლის, რომ ვაქცინა უსაფრთხო არ არის. გამოცემა The Guardian-ის ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით, ეს უნდობლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და გამორიცხავს, რომ მომავალში ის სავალდებულო გახდება. 

საფრანგეთსა და მთლიან ევროკავშირში ვაქცინაციის დაწყების აღსანიშნავად ემანუელ მაკრონმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა. საფრანგეთის პირველმა პირმა მოქალაქეებს ვაქცინაციისაკენ მოუწოდა.

"ვენდოთ მკვლევარებსა და ექიმებს... ჩვენი წინამძღოლი გონიერება და მეცნიერება უნდა იყოს", - აღნიშნა მაკრონმა.