საფრანგეთში რეკორდული ჯეკპოტი 220 მილიონი ევრო გათამაშდა

საფრანგეთში "ევრომილიონის" გათამაშებაში რეკორდული ჯეკპოტი - 220 მილიონი ევრო გათამაშდა. 

გამარჯვებულის ვინაობა ჯერ უცნობია. მომგებიანი ციფრების კომბინაცია ასეთია: 21, 26, 31, 34, 49 და ვარსკვლავის ნომრები 2 და 5.

საგულისხმოა, რომ აქამდე საფრანგეთში 2011 და 2012 წლებში მოგებულმა ჯეკპოტმა 162 და 170 მილიონი ევრო შეადგინა.