საფრანგეთში რუანდას გენოციდის დაფინანსებაში ბრალდებული პირი დააკავეს

საფრანგეთში ბიზნესმენი ფელიჩიენ კაბუგა დააკავეს, რომელიც 25 წლის განმავლობაში რუანდაში გენოციდის მოწყობის დაფინანსებითვის იძებნებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

"ფელიჩიენ კაბუგა არის ძებნილი კრიმინალი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1994 წელს ტუტსის გენოციდში, რუანდაში”, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, 84 წლის კაბუგა პარიზის გარეუბანში მდებარე ბინაში, ყალბი პასპორტით ცხოვრობდა.

Forbes-ის თანახმად, 2011 წელს, კაბუგა იყო იმ ათ ყველაზე საშიში კრიმინალთა სიაში, რომლებსაც FBI-ს ეძებს. აშშ-ს ხელისუფლებამ მის შესახებ ინფორმაციისთვის,  5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ჯილდო დააწესა.

რუანდაში, ჰუტუს წარმოამდგენლების მიერ ტუტსის ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ გენოციდს, 1994 წელს 800 800 ადამიანი ემსხვერპლა.