საფრანგეთში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

საფრანგეთში, 3 აპრილს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა, რომელიც  ძალაში სულ მცირე ერთი თვის ვადით იქნება. ამის შესახებ გამოცემა DW წერს.

გამოცემის ცნობით, 96-ვე დეპარტამენტში 19:00 საათიდან  კომენდანტის საათი ამოქმედდება. ამასთან, აკრძალულია საცხოვრებელი ადგილის არაუმეტეს 10 კილომეტრის დისტანციით დატოვება. დასაქმებული მაცხოვრებლები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავლენ.  5 აპრილიდან სკოლები და საბავშვო ბაღები სულ მცირე სამი კვირის განმავლობაში დაიკეტება. სტუდენტებს საშუალება ექნებათ დაესწრონ ლექციებს კვირაში ერთხელ.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, კარანტინის მიზეზი COVID-19-ის ბრიტანული შტამით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდაა.

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულა რაოდენობა 4.7 მილიონს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 96 ათასს აღემატება.