საფრანგეთში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა

სამხრეთ საფრანგეთში, სანარი-სიურ-მერის მუნიციპალიტეტში აფეთქების შედეგად სამსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ინფორმაციას BFM TV ავრცელებს.

"სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს ადგილზე ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი დახვდათ“, - განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა.

საავადმყოფოში 4 ადამიანი გადაიყვანეს. სავარაუდოდ, კიდევ 5 ნანგრევებში რჩება. ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე მეხანძრეები და მაშველები მუშაობენ.